ბრბოდან მოქმედებამდე

რთულ დროს, როცა უსაფრთხოება და თავდაცვა მთავარია, კოორდინირებულ ჯგუფებად გაერთიანება გადამწყვეტ ძალას გვძლევს. ეს სახელმძღვანელო გვასწავლის, თუ როგორ მოვახდინოთ სწრაფი ორგანიზება და დავამყაროთ დაცული კავშირი.

ნაწილი 1: ორგანიზება ადგილზე

იმისთვის, რომ პასიური ბრბო კოორდინირებულ ძალად ვაქციოთ, მივყვეთ ამ ოთხ მარტივ ნაბიჯს.

⚡ საწყისი

გამოიჩინეთ ინიციატივა. მოუწოდეთ ადამიანებს, გარკვევით და პირდაპირ რომ აუცილებელია 10 კაციანი ჯგუფების შექმნა

"შევკრათ ათკაციანი ჯგუფები!"

🗣️ გავავრცელება

აუციელებლია ეს ინფორმაცია გავრცელდეს, ყოველი ადამიანი უნდა ვაქციოთ ინფორმაციის გამავრცელებლად. უთხარით ყველას რომ მოწოდება გაავრცელონ.

მაგალითი: "გადაეცით უკან მდგომებს: 'ათკაციანი ჯგუფები!'"

🤝 ჯგუფების შეკვრა

გამოვიყენოთ ხელის მარტივი სიგნალები, რათა სწრაფად და ეფექტურად ვიპოვოთ თავისუფალი ჯგუფები და დასაჯგუფებელი ხალხი . დეტალები იხილეთ შემდეგ ნაწილში.

🔗 დავამყაროთ კავშირები ჯგუფებში

თითოეულმა ჯგუფმა ავირჩიოთ ერთი ადამიანი - "მოკავშირე". მოკავშირეები უზრუნველყოფენს კომუნიკაციას ჯგუფის შიგნით და გარეთ.

ნაწილი 2: დაჯგუფების სიგნალები

ეს მკაფიო ნიშნები დაგვეხმარება ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფად დავჯგუფდეთ.

🙌

ჯგუფი გვჭირდება?

ავწიოთ ორივე ხელი მაღლა. ეს იმის უნივერსალური ნიშანია, რომ ვეძებთ ჯგუფს, რომელსაც შევუერთდებით.

ადგილი გვაქვს?

ჩვენი ჯგუფის მოკავშირემ ასწიოს ერთი ხელი. ეს ერთგვარი შუქურაა, რომელიც სხვებს აჩვენებს, რომ ჩვენი ჯგუფი ახალ წევრებს იღებს.

ჯგუფი სავსეა?

ჩვენი ჯგუფის მოკავშირემ ასწიოს მომუშტული ხელი. ეს მკაფიო "სტოპ" ნიშანია, რომ ჩვენი ჯგუფი შეივსო და ახალ წევრებს აღარ ეძებს.

ნაწილი 3: ჯგუფის დაცული კავშირი Signal-ით

ჯგუფებად ჩამოყალიბების შემდეგ, შიდა კომუნიკაციისთვის გამოვიყენოთ Signal-ის აპლიკაცია.

1. დავიცვათ ანონიმურობა (ყველამ)

Signal-ის პარამეტრებში, ნებისმიერ ჯგუფში გაწევრიანებამდე, დავიცვათ ჩვენი ვინაობა.

კონფიდენციალურობა > ტელეფონის ნომერი:

მოვნიშნოთ, რომ ჩვენი ნომრის ნახვა და მოძებნა არავის შეეძლოს ("Nobody").

Image 1 Image 2 Image 3

პროფილი:

შევქმნათ უნიკალური მომხმარებლის სახელი. გამოვიყენოთ ისეთი პროფილის სახელი და ფოტო, რომელიც ჩვენს ვინაობას არ გასცემს.

2. შევქმნათ ჯგუფური ჩატი QR კოდით

ჯგუფიდან ერთი ადამიანი (ადმინი) ქმნის Signal-ის ახალ ჯგუფს. წევრებს ყველაზე უსაფრთხოდ დავამატებთ ჯგუფის QR კოდით.

ადმინის მოქმედება:

`ჯგუფის პარამეტრებში (Group Settings)` გადავიდეთ `"ჯგუფის ბმულზე" (Group Link)` და ავირჩიოთ `QR კოდი`. ვაჩვენოთ ეს კოდი ეკრანზე.

წევრების მოქმედება:

გავხსნათ კამერა და დავასკანეროთ ადმინის ეკრანზე გამოსახული კოდი, რომ ჯგუფს შევუერთდეთ.

სურათი: Signal ჯგუფის QR კოდით გაზიარება

უსაფრთხოების მთავარი წესი

ნებისმიერ ჯგუფში ყველა წევრს შეუძლია ჩვენი პროფილის სახელისა და სურათის ნახვა. დავრწმუნდეთ, რომ ისინი ჩვენს ვინაობას არ ამხელენ.